ლარი გამყარებას განაგრძობს
23/05/2022 13:13:35 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8767 ლარი ეღირება, ევრო – 3.0677 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6172 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9036 ლარი ღირდა, ევრო – 3.0738 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.6240 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


