Accentnews.ge
გერმანია უნგრეთის გარეშე რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარს დაუჭერს

გერმანია უნგრეთის გარეშე რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარს დაუჭერს

23/05/2022 13:07:49 მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, გერმანია მზადაა, უნგრეთის გარეშე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს.

ჰაბეკმა თქვა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

მან უნგრეთი გააფრთხილა არ უგულებელყოს ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ:

"სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა გამოსავალი არსებობს. მე ველი, რომ ყველა, მათ შორის უნგრეთი, საერთო გამოსავალზე იმუშავებს. თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ 26 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნგრეთის გარეშე ამ გზის არჩევას აპირებს, მე მხარს დავუჭერ. მაგრამ ევროკავშირისგან ეს შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა".

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია. კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის ნავთობის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარია საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S