Accentnews.ge
საქართველოს პრემიერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს შეხვდა

23/05/2022 10:59:29 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ შეხვედრაზე, რომელიც დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახური ავრცელებს.

მისი ცნობით, მთავრობის მეთაურმა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის და რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ქვეყანა შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S