Accentnews.ge
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23/05/2022 12:51:11 ეკონომიკა, რეკლამა

ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი წეროძის განცხადებით, დიდი პატივია, ხელი შევუწყოთ ქვეყნისათვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა. დღეს „ბორჯომი-პალასი“ განახლებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და საქმიანობას. ეს კი მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, დაისვენოს ისტორიულ სასტუმრო-სანატორიუმში და ისარგებლოს „ბორჯომი პალასის“ სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისებით. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას და ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი წეროძემ.

„ბორჯომი პალასის“ დირექტორის, ნუგზარ აღლემაშვილის განცხადებით, განახლებული სასტუმროს თანამედროვე აღჭურვილობის და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის ერთობლიობა, შესაძლებელს ხდის დამსვენებლებმა სრულყოფილი რეაბილიტაციისა და მკურნალობის კურსი ჩაიტარონ.

„ბორჯომი პალასის“ ისტორია 1876 წელს იწყება. ობიექტი რეგიონში პირველ სანატორიუმს წარმოადგენდა, სადაც დამსვენებლებს ბალნეოლოგიური და სპა სერვისებით შეეძლოთ სარგებლობა. მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით წარმატებით შევძელით სასტუმრო-სანატორიუმის სრული რეკონსტრუქცია, ახალი სივრცეებისა და სერვისების დამატება”,- განაცხდა ნუგზარ აღლემაშვილმა.

„ბორჯომის ცენტრში განთავსებული სასტუმრო-სანატორიუმი სხვადასხვა კატეგორიის 164 ნომერს აერთიანებს და დამსვენებლებს სხვადასხვა სამედიცინო თუ სარელაქსაციო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: ორგანიზმის სრული დიაგნოსტიკა და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის კონსულტაციები, ლაბორატორიული კვლევა, სპა პროცედურები, ფიტნესი და სხვ.

სასტუმრო-სანატორიუმის ყოველდღიურ საქმიანობაში 196 ადამიანია ჩართული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S