Accentnews.ge
ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა

ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა

23/05/2022 12:36:50 მსოფლიო

ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა. ამის შესახებ "როსნეფტის" მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

"როსნეფტის" ცნობით, კნაისლმა თანამდებობა 20 მაისს დატოვა.

"კომპანია მადლობას უხდის კარინ კნაისლს ბოლო ათი თვის განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის, რომელიც აღინიშნა რთული პანდემიითა და საერთაშორისო გარემოთი", - ნათქვამია განცხადებაში.

კნაისლი დირექტორთა საბჭოს 2021 წლის ივნისში შეუერთდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S