Accentnews.ge
რუსი დიპლომატი პუტინის ომის წინააღმდეგ გამოვიდა და თანამდებობიდან გადადგა

რუსი დიპლომატი პუტინის ომის წინააღმდეგ გამოვიდა და თანამდებობიდან გადადგა

23/05/2022 12:37:40 მსოფლიო

გაერო–ში რუსეთის მუდმივი მისიის თანამშრომელი ბორის ბონდარევი ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების გამო თანამდებობიდან გადადგა.

როგორც რუსმა დიპლომატმა განაცხადა, დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მას არასოდეს შერცხვენია თავისი ქვეყნისა და საქმის ასე.

დიპლომატის განცხადება „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ჰილელ ნოიერმა, ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა აქტივისტმა და UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ჩემი 20–წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მინახავს განსხვავებული შემობრუნებები ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს“, - წერს ბონდარევი საკუთარ განცხადებაში.

მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის მიერ გაჩაღებული „აგრესიული ომი“ არის დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ რუსი ხალხის წინააღმდეგაც.

"მან, ვინც ეს ომი დაიწყო, მხოლოდ ერთი რამ უნდა - სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში", - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.

ნოიერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ UN Watch მოუწოდებს ყველა რუს დიპლომატს, მიჰყვნენ ბონდარევის მაგალითს და გადადგნენ.

ბონდარევი გაერო–ს ოფისის ვებგვერდის მიხედვით, მუდმივ მისიაში მრჩევლის თანამდებობაზე მსახურობდა.

"სამწუხაროდ, მთელი ეს ოცი წელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაში სიცრუისა და არაპროფესიონალიზმის დონე იზრდება", - განაცხადა დიპლომატმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S