
სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
23/05/2022 10:26:09 ევროპა
სუმის რაიონში სამოქალაქო პირის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედრო ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ეს პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს.
უკრაინის სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ მკვლელობა განზრახ იქნა ჩადენილი.
სასამართლომ უარყო დაცვის მხარის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ სამხედრო ასრულებდა ბრძანებას, ვინაიდან, სასამართლოს დასკვნით, ის გასცა სამხედრო პირმა, რომელიც არ იყო შიშიმარინის უშუალო მეთაური, ხოლო ბრძანება იყო დანაშაულებრივი.
შიშიმარინი დამნაშავედ იქნა ცნობილი ომის კანონისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში.