Accentnews.ge
IDFI – 2021 წელს ყველაზე დახურული საჯარო უწყება კულტურის სამინისტრო იყო

IDFI – 2021 წელს ყველაზე დახურული საჯარო უწყება კულტურის სამინისტრო იყო

23/05/2022 09:56:47 საზოგადოება

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI ) მონაცემებით, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო უწყებების შესახებ განახლებულ მონაცემებს, 2021 წელს ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე დახურული საჯარო უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო, რომელმაც ორგანიზაციის არც ერთ წერილს არ უპასუხა.

IDFI-მ გასულ წელს 8 500-მდე მოთხოვნა გააგზავნა სამასამდე საჯარო დაწესებულებებში და უწყებების ღიაობისა და დახურულობის მაჩვენებელი ამ წერილებზე მიღებული პასუხების სტატისტიკის დამუშავების შედეგია. როგორც ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი, ლევან ალაფიშვილი განმარტავს, კულტურის სამინისტროსთავის გაგზავნილი მიმართვები სტანდარტული წერილები იყო, რომელსაც ყველა სამინისტროს ერთნაირად უგზავნიან ყოველ წელს.

სამინისტროებს შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველაზე კარგი მაჩვენებელი გასულ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა. IDFI-ს განმარტებით, საჯარო ინფორმაციის გაცემა შედარებით პრობლემურია სახელმწიფოს მიერ დაარსებული სსიპ-ებისა და ააიპ-ებისთვის. არსებობს ასევე კონკრეტული შინაარსის ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო უწყებები რთულად გასცემენ - ამგვარია მაგალითად შიდა აუდიტის დასკვნები, ასევე მრჩეველების შესახებ ინფორმაცია.

IDFI-ს მონაცემებით, 2021 წელს საჯარო ინფორმაციის მაჩვენებელი ზოგადად ქვეყანაში 2020 წელთან შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ხელისუფლებას 2013 წელს ჰქონდა.

რაც შეეხება კონკრეტულად კულტურის სამინისტროს, ის საკმაოდ ღია უწყება იყო როგორც დამოუკიდებლად არსებობის დროს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში ყოფნისას.

კულტურის სამინისტროს დახურული პოლიტიკის ფონზე გამჭვირვალობის მაჩვენებელი გაიუმჯობესა იუსტიციის სამინისტრომ, რომელსაც 2012 წლიდან მოქმედი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მართავდა. იუსტიციის სამინისტრომ გასული 1 წლის განმავლობაში თითქმის 50%-ით გაზარდა ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S