Accentnews.ge
მედია – უკრაინის ომში რუსეთის არმიის თითქმის ყველა ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი მონაწილეობს

მედია – უკრაინის ომში რუსეთის არმიის თითქმის ყველა ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი მონაწილეობს

23/05/2022 09:42:21 მსოფლიო

უკრაინის ომში რუსეთის არმიის თითქმის ყველა ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი მონაწილეობს, დანარჩენი ჯარები კი ნატო–ს ქვეყნებთან საზღვრებს იცავენ, – ნათქვამია გამოცემა „პროექტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.

გამოცემამ შეამოწმა რუსეთისა და რეგიონული მედიასაშუალებების ცნობები, შეისწავლა ტყვეებთან ვიდეოჩანაწერები, ღია წყაროები და სახელმწიფო ბაზები და დაადგინა, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს ყველა, 11-ვე საერთო-საჯარისო არმია და ერთი სატანკო არმია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საიერიშო ძალა, დაზვერვის ყველა არსებული შენაერთი, ოთხივე ფლოტის საზღვაო ქვეითები. მისი ცნობით, მშვიდობიან პერიოდში ეს ძალები კალინინგრადიდან კამჩატკამდე არიან დისლოცირებული.

რედაქციამ მოახერხა გამოევლინა 160-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ხელმძღვანელობენ ან ხელმძღვანელობდნენ რუსეთის ჯარებს: თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის ოფიცრებიდან პოლკის მეთაურებამდე. უკრაინის ომში მონაწილე ყოველ მესამე მაღალი რანგის მეთაურს „პროექტმა“ აღმოუჩინა ვალები, მათ შორის საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობებისა და ალიმენტებისა. უკრაინაში შეჭრამდე მათ 23%-ს ჰქონდა რეალური საბრძოლო გამოცდილება. სიაში მყოფთა ყოველი მერვე პირის ბიოგრაფია დაკავშირებულია უკრაინასთან - ისინი იქ ან დაიბადნენ, ან სწავლობდნენ.

გამოცემის ცნობით, მაისის შუა რიცხვების მდგომარეობით მინიმუმ, 20 ამოცნობილი მეთაური უკვე დაიღუპა."ოთხი მათგანი დაიღუპა იქვე, სადაც დაიბადა", –იუწყება „პროექტი“.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S