
რუსეთის საგარეო უწყება „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი უკრაინელი დამცველების გაცვლას უშვებს
23/05/2022 09:29:42 ევროპა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დაუშვა უკრაინასთან დისკუსიები „აზოვსტალთან“ გამოყვანილი ტყვეების გაცვლის შესახებ,– იუწყება რუსული სააგენტო "РИА Новости", თუმცა დეტალები უცნობია.
მანამდე რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება "შეისწავლის საკითხს" დაკავებული უკრაინელი დეპუტატის, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკის მარიუპოლის დატყვევებლ დამცველებზე გაცვლის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი, 2400-ზე მეტი პირი გაიყვანეს.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მებრძოლებმა "იარაღი დაყარეს", ხოლო მარიუპოლი და აზოვსტალი "თავისუფალია". ამასთან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან აზოვის პოლკის მეთაურიც ევაკუირებულია.
რუსეთის განცხადებაზე უკრაინას ოფიციალური პასუხი არ გაუვრცელებია.
16 მაისს უკრაინამ დაადასტურა, რომ აზოვსტალის ტერიტორიიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლები გაიყვანეს, რომელთაც მკურნალობის შემდეგ რუს სამხედრო ტყვეებზე გაცვლიან.
ინაუგურაციის სამი წლისთავისთვის მიძღვნილ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალში მყოფების ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.