Accentnews.ge
ომის 89–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 89–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

23/05/2022 08:47:35 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 30 000–ს უალოვდება,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 23 მაისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 29 200 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1293 (+8),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3166 (+25),
  • საარტილერიო სისტემები - 604 (+5),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 201,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93,
  • თვითმფრინავი - 204,
  • ვერტმფრენები - 170,
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები– 2206 (+12),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 476 (+6),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 43,
  • საკრუიზო რაკეტა 110.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაიანში შეჭრის შედეგად 3 თვეში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა იმდენივეა, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 9–წლიანი ომის დროს დაკარგა.

აღნიშნულის მიზეზად ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური, მათ შორის "დაბალი დონის ტაქტიკას, მოქნილობის ნაკლებობას" ასახელებს.

მისივე მონაცემებით, დონბასზე შეტევის შედეგად რუსულ ძალებში მსხვერპლი კვლავ იზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S