Accentnews.ge
ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში აშშ სამხედრო გზით ჩარევისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში აშშ სამხედრო გზით ჩარევისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

23/05/2022 07:43:38 მსოფლიო

ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში აშშ სამხედრო გზით ჩარევისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ტოკიოში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა აშშ მზად, სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უპასუხა : „დიახ, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ.“

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ტაივანის დაცვის ტვირთი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ „კიდევ უფრო ძლიერია“:

"ჩინეთის შეკავება არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ფასი გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი ბარბაროსობისთვის, რათა ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა გაიგონ, რომ ასეთი ქმედება მისაღები არაა".

გამოცემა The Associated Press წერს, რომ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის თანახმად, აშშ აღიარებს პეკინს ჩინეთის მთავრობად და არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან. თუმცა აშშ ინარჩუნებს არაოფიციალურ კონტაქტებს, მათ შორის დე-ფაქტო საელჩოს დედაქალაქ ტაიბეიში და კუნძულს თავდაცვისთვის სამხედრო აღჭურვილობას აწვდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S