
ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს
23/05/2022 06:29:03 საზოგადოება
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.
გამოკითხვის ფორმატით საუკეთესო პირველად ქართველი ძალოსანი გამოვლინდა და ეს გადაწყვეტილება ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. იგი პირველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.