Accentnews.ge
ახალი ზელანდიელი ჯარისკაცები უკრაინულ ძალებს გაწვრთნიან

ახალი ზელანდიელი ჯარისკაცები უკრაინულ ძალებს გაწვრთნიან

23/05/2022 05:45:42 მსოფლიო

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნის განცხადებით, მისი ქვეყანა გაერთიანებულ სამეფოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალის დამატებით 30 პერსონალს განათავსებს.

„ჯარისკაცები გაერთიანებულ სამეფოში ივლისის ბოლომდე ჩავლენ“, - აღნიშნა არდერნმა.

მისი თქმით, ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს L-119 ტიპის მსუბუქი იარაღის გამოყენებას ასწავლიან.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S