გაერო - მსოფლიოში იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა
23/05/2022 05:00:18 მსოფლიო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ მსოფლიოში 100 მილიონს გადააჭარბა.
“კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დევნის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს – 100 მილიონს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია უკრაინის ომისა და სხვა კონფლიქტებით”, - ნათქვამია გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებაში.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რვა მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილდა, ექვს მილიონზე მეტი ლტოლვილი კი საზღვრებს გარეთ გავიდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ საგანგაშო მონაცემებმა ბიძგი უნდა მისცეს მსოფლიოს, დაასრულოს კონფლიქტები.


