"პანდემია არ დასრულებულა, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები 70–მდე ქვეყანაში იზრდება"
23/05/2022 04:50:23 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ "კოვიდ– 19"–ის პანდემია არ დასრულებულა.
მისი თქმით, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები 70–მდე ქვეყანაში იზრდება:
"კოვიდ– 19" რა თქმა უნდა, არ დასრულებულა. მე ვიცი, რომ ეს არ არის ის გზავნილი, რომლის მოსმენაც გსურთ და ნამდვილად არ არის ის, რისი თქმაც მსურს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოიხსნა, დაფიქსირებული შემთხვევები იზრდება თითქმის 70 ქვეყანაში. სიკვდილიანობის შემთხვევები იზრდება აფრიკაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია", – განაცხადატედროს ადანომ გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება:
"მხოლოდ 57-მა ქვეყანამ აცრა მოსახლეობის 70%, ესენი თითქმის ყველა მათგანი მაღალი შემოსავლის ქვეყანაა. პანდემია სასწაულებრივად არ გაქრება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ იგი. ჩვენ გვაქვს ცოდნა. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები. მეცნიერებამ მოგვცა უპირატესობა“.
მან მოუწოდა ქვეყნებს ერთად იმუშაონ, რათა აცრან მოსახლეობის 70%.


