Accentnews.ge
მედინსკი: "მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის"

მედინსკი: "მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის"

22/05/2022 20:05:33 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მეთაურის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.

ვლადიმირ მედინსკი ირწმუნება, რომ რუსეთს უარი მოლაპარაკებებზე არასდროს უთქვამს.

"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი. თუმცა, მოლაპარაკებების შეჩერება მთლიანად უკრაინის ინიციატივა იყო. ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა". - ამბობს მედინსკი.

გასულ კვირას რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S