Accentnews.ge
რუსეთმა სამ გარდაცვლილ სენატორს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა სამ გარდაცვლილ სენატორს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

22/05/2022 20:00:45 მსოფლიო

რუსეთის მიერ შედგენილ სანქცირებულ ამერიკელთა სიაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მაისს გამოაქვეყნა, სამი გარდაცვლილი სენატორი მოხვდა. სანქცირებულთა სიაშივეა მითითებული პირთა გარდაცვალების თარიღი. რუსეთის ხელისუფლებამ, გარდაცვალების მიუხედავად, სანქციების რეჟიმის შენარჩუნება საჭიროდ მიიჩნია.

მაკკეინი 2018 წელს გარდაიცვალა, ჰარი რიდი გასული წლის დეკემბერში, ხოლო ორინ გეთჩი კი მიმდინარე წლის მაისში.

რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერისთვის პერსონალური სანქციები მორგან ფრიმენსაც დაუწესა. რუსეთში შესვლა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსსაც აეკრძალათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S