ჯო ბაიდენმა კიმ ჩენ ინს სეულიდან მარტივი გზავნილით მიმართა
22/05/2022 19:51:13 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იაპონიაში გამგზავრებამდე სამხეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: "გამარჯობა... წერტილი".
ბაიდენმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალი ბალისტიკური რაკეტების სატესტო ცდები "არ აშფოთებს" ვინაიდან, აშშ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად არის.
21 მაისს ჯო ბაიდენი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიური სამხედრო წვრთნების წარმართვაზე შეთანხმდნენ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეისთვის საპასუხოდ, ქვეყნებმა რეგიონში ამერიკული ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსების საკითხზე ისაუბრეს.
ჩრდილოეთ კორეამ 2022 წელს უკვე 16-მდე რაკეტა გამოსცადა. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების ზღვარზეა.


