
კალიურანდი: "თუ საქართველო EU-ს სტატუსს ვერ მიიღებს, არ ვიცი, "ფანჯარა" ისევ როდის გაიხსნება"
20/05/2022 17:10:02 ევროპა, პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას ურჩევს.
"ჩემი რჩევა იქნება, რომ სერიოზულად მოეკიდონ კრიტიკას [ქართული ოცნება] რომელიც მეგობრებისგან მოდის. ისინი არიან საქართველოს მეგობრები ევროკავშირსა და ევროპარლამენტში. ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და შედეგს ექნება უზარმაზარი გავლენა საქართველოზე. ამიტომ, მე უყურადღებოდ არ დავტოვებდი იმ ადამიანებისგან მომავალ კრიტიკას, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ და მის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ინტერესებია. კონსტრუქციული კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. არავინ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ ასეთი განაჩენის გამოტანა მართლმსაჯულების რეფორმის შუაგულში, სახიფათოა. ახლა თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე, ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება და მე არ ვიცი, კიდევ როდის ეს ფანჯარა გახსნილი",– განაცხადა ევროპარლამენტარმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში.
იხილეთ ასევე: კორნელი კაკაჩია – „თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, საერთაშორისო იზოლაციამდე მივიდეთ“