
"ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც განყოფილებაში გიორგი მჟავანაძეზე იძალადეს"
20/05/2022 15:42:29 საზოგადოება
მოძრაობა "სირცხვილია" იმ პოლიციელების ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებმაც მათი ცნობით, აქტივისტ გიორგი მჟავანაძეზე გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს.
"ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია", - წერია სირცხვილიას განცხადებაში.
იხილეთ ასევე: "სირცხვილიას" აღმასრულებელი დირექტორი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს