
ბორჯომში "ბოლო ზარი" ტრაგედიით დასრულდა
20/05/2022 13:16:06 საზოგადოება
ბორჯომში "ბოლო ზარიდან" მიმავალი მანქანა მდინარეში გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავდა სამი.
დაშავებულები კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
შემთხვევა მწვანე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, რომლებიც დღეს ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.