Accentnews.ge
Z-სიმბოლოიანი რუსული კოსმოსური სატელიტი ატმოსფეროში დაიწვა

Z-სიმბოლოიანი რუსული კოსმოსური სატელიტი ატმოსფეროში დაიწვა

20/05/2022 13:10:42 მსოფლიო

Z-სიმბოლოიანი რუსული კოსმოსური სატელიტი, რომელიც კოსმოსში 29 აპრილს გაუშვეს, ატმოსფეროში დაიწვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სატელიტთან Космос-2555 აფრენის შემდეგ კონტაქტი დაამყარა და განაცხადა, რომ ის გამართულად მუშაობს. თუმცა, სხვადასხვა წყაროების ცნობით, გარკვეული დროის შემდეგ, თანამგზავრი არ გადასცემდა რადიოსიგნალებს, ცდილობდნენ ასევე მისი ტრაექტორიის კორექტირებას, თუმცა უშედეგოდ.

ამასთან, The Insider წყაროზე დაყრდნობი წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ ჯარს სატელიტური, ოპტიკური დაკვირვება სჭირდება, რათა დაზვერვისთვის ინფორმაცია მოაგროვოს. გარდა ამისა, ძველ სატელიტებს უკვე ვადა გასდის და სანქციების გამო, ახალი სატელიტების კოსმოსში გაშვება შეფერხდა.

19 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოსმოსში კიდევ ერთი სატელიტი Космос-2556 გაუშვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S