რუსეთი ხვალიდან ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს
20/05/2022 11:40:52 მსოფლიო
რუსეთი ხვალიდან ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის განცხადებაშია ნათქვამი.
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისსს, 08:00 საათზე (თბილისის დროით) შეწყვეტს.
ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სხვა წყაროებიდან „Balticconnector“-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.
ფინეთმა უარი განაცხადა გაზის საფასური რუსულ რუბლში გადაეხადა.


