Accentnews.ge
"აზოვი" დაღუპული გმირების საპარტიო წესით დაკრძალვას ითხოვს

"აზოვი" დაღუპული გმირების საპარტიო წესით დაკრძალვას ითხოვს

20/05/2022 11:19:57 მსოფლიო

"აზოვი" დაღუპული გმირების საპარტიო წესით დაკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ განაცხადა.

"უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის მებრძოლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ბრძანება გასცა. მძიმე ბრძოლებისა და იერიშების დროს, სულ 3 მოთხოვნა გვქონდა. ესენი იყო, მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა, დაჭრილებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და დაღუპულების გასვენება. მოქალაქეების გაყვანა მოხერხდა. დაჭრილმა სამხედროებმა სამედიცინო დახმარება მიიღეს, ისინი ტყვეთა გაცვლის პროგრამისა და უკრაინელების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით გაიყვანეს. რაც შეეხება დაღუპულ მებრძოლებს, პროცესი გაჭიანურდა, თუმცა ვიმედოვნებთ რომ უახლოეს მომავალში დასრულდება, რათა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებმა და მთელმა უკრაინამ თავის გმირები შესაბამისი პატივით დაკრძალონ", – აცხადებს პროკოპენკო.

უკრაინამ "აზოვსტალის" მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მარიუპოლის ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები ამ დრომდე არ გაუხმაურებია. "აზოვსტალიდან" ვიდეომიმართვა გუშინ აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმაც გაავრცელა და უარყო რუსეთის გავრცელებული ინფორმაციები, რომ ოკუპანტებს ჩაბარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S