Accentnews.ge
პრორუსმა ჰაკერებმა იტალიის ინსტიტუტებსა და სამინისტროებზე შეტევა განახორციელეს

პრორუსმა ჰაკერებმა იტალიის ინსტიტუტებსა და სამინისტროებზე შეტევა განახორციელეს

20/05/2022 09:50:59 მსოფლიო

პრორუსმა ჰაკერებმა იტალიის სხვადასხვა ინსტიტუტსა და სამინისტროზე თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

იტალიის კიბერუსაფრთხოების ჯგუფის Yarix-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ჰაკერული ჯგუფი Killnet.

ცნობისათვის: იტალიაში მსგავსი თავდასხმა 11 მაისს მოხდა, გასულ კვირას კი პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ტურინში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო ეტაპებზე კიბერშეტევა აღკვეთეს. პოლიციამ ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა Killnet-სა და მის ფილიალ Legion-ს დააკისრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S