
"რუმინეთი მზადაა, საქართველოს სასარგებლოდ ფეხზე წამოდგეს“
26/09/2019 05:26:51 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს შეხვდა. შეხვედრისას რუმინეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ "რუმინეთი მზადაა, საქართველოს სასარგებლოდ ფეხზე წამოდგეს“.
მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს და ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებაზე ისაუბრეს.