CNN - ჩინეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი თითქმის გააორმაგა
20/05/2022 09:46:34 მსოფლიო
ჩინეთი იაფფასიან რუსულ ქვანახშირს რეკორდული რაოდენობით ყიდულობს, მაშინ, როცა დასავლური ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო გმობენ და სანქციებს უწესებენ, - იუწყება CNN.
გამოცემის ცნობით, მარტი-აპრილის პერიოდში რუსეთიდან ჩინეთში ქვანახშირის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და 4.42 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
მისი ინფორმაციით, ჩინეთი ორიენტირებულია საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებაზე და ელექტროსადგურებში გამოსაყენებლად და ფოლადის საწარმოებლად ქვანახშირი სჭირდება, რაც შეეხება დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთს, მისთვის წიაღისეული საწვავის ახალი მყიდველები უკიდურესად მნიშვნელოვანია.


