Accentnews.ge
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: "რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა"

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: "რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა"

20/05/2022 08:50:35 მსოფლიო

რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა, სამრეწველო ქალაქი დანგრეულია, ბევრი სახლი ვეღარ აღდგება, ეზოებში სასაფლაოებია, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ომამდე რუბეჟნოეში 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

"ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს, თუნდაც ნულიდან! მაგრამ თქვენ ორკები გადაიხდით ამაში!", – წერს სერგაი გაიდაი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S