Accentnews.ge
"რაც დონბასში ხდება, ჯოჯოხეთია"

"რაც დონბასში ხდება, ჯოჯოხეთია"

20/05/2022 07:51:22 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებას აგრძელებენ, თუმცა დონბასში ოკუპანტები წნეხს ზრდიან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, "დონბასში არსებული ვითარება ჯოჯოხეთია":

"სევეროდონეცკის სასტიკი და აბსოლუტურად უმიზნო დაბომბვა. 12 დაღუპული და ათობით დაჭრილი სულ რაღაც ერთ დღეში. სხვა ქალაქების დაბომბვა, რუსული არმიის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები - ეს ყველაფერი მხოლოდ საომარი მოქმედებები არ არის. რუსული დარტყმები ჩერნიგოვზე, კერძოდ, საშინელი დარტყმა დესნაზე, ბევრი დაღუპული; მუდმივი დარტყმები ოდესის ოლქზე, ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე, მთლიანად განადგურებული დონბასი - ამ ყველაფერს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს არავითარი სამხედრო ახსნა რუსეთისთვის. ეს არის მიზანმიმართული და დანაშაულებრივი მცდელობა, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი, დაანგრიონ რაც შეიძლება მეტი სახლი, სოციალური ობიექტი, საწარმო. ეს არის ის, რაც დააკვალიფიცირებს უკრაინელი ხალხის გენოციდს და რისთვის ოკუპანტები აუცილებლად დაისჯებიან".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S