Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "როგორც კი რუსეთი მარიუპოლს დაიკავებს, საკუთარ ძალებს დონბასში ოპერაციის გასაძლიერებლად გადაისვრის"

ბრიტანული დაზვერვა: "როგორც კი რუსეთი მარიუპოლს დაიკავებს, საკუთარ ძალებს დონბასში ოპერაციის გასაძლიერებლად გადაისვრის"

20/05/2022 07:21:02 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, როგორც კი რუსეთი მარიუპოლს დაიკავებს, მოსალოდნელია, რომ საკუთარ ძალებს დონბასში ოპერაციის გასაძლიერებლად გადაისვრის.

მისი ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან სავარაუდოდ, 1700 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა.

ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსი მეთაურები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რის გამოც ისინი, ძალებს, სავარაუდოდ, ადეკვატური მომზადების გარეშე გადაანაწილებენ:

„რუსი მეთაურები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, რომ ოპერატიული მიზნებს დემონსტრაციულად მიაღწიონ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გადაანაწილებს თავის ძალებს ადეკვატური მომზადების გარეშე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S