მედია – აშშ უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდების საკითხს განიხილავს
20/05/2022 07:05:10 მსოფლიო
აშშ უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდების საკითხს განიხილავს, – იუწყება Reuters ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, თეთრ სახლს შეუძლია, შესთავაზოს კიევს "Boeing Harpoon"–ისა და "Naval Strike"–ს ტიპის რაკეტები, რომელთა სამიზნე რუსეთის შავი ფლოტილია იქნება, რომელიც ამჟამად უკრაინის პორტებს ბლოკავს.
"ოფიციალური პირები თვლიან, რომ იარაღმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადაზიდვის განახლებას", – იუწყება გამოცემა.
ცოტა ხნის წინ გაერო–ს სურსათის ხელმძღვანელმა დევიდ ბიზლიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა და აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპება მთელ მსოფლიოში რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო.
უკრაინა შედის ქვეყნების ხუთეულში სოფლის მეურნეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის იმპორტის მიმართლებით, მათ შორის არის: სიმინდი, ხორბალი, ქერი და მზესუმზირა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


