
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2021 წლის საუკეთესოთა შორის ორი ქართველი დაასახელა
19/05/2022 19:45:58 საზოგადოება
ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ევროპის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დაასახელა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი სარდალაშვილი კი – კონტინენტის ამომავალ ვარსკვლავად.
18 წლის ქართველი ძიუდოისტი გასულ წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაასახელეს, საუკეთესო ქალ ძიუდოისტად - ფრანგი კლარის აგბენენუ, ახალგაზრდების ნომინაციაში რუმინელი ადრიან სულკა და გერმანელი ანა მარია ოლეკი გამოარჩიეს, წლის გუნდად კი საფრანგეთის ნაკრები გამოცხადდა.