Accentnews.ge
"დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მლრდ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

"დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მლრდ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

19/05/2022 19:12:50 მსოფლიო

"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის მხარდასაჭერად", - ნათქვამია "დიდი შვიდეულის" (შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის) განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S