„აზოვის“ მეთაურის მოადგილე: "მე და სარდლობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვრჩებით"
19/05/2022 19:07:00 მსოფლიო
"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ "აზოვსტალში" "ოპერაცია მიმდინარეობს".
"დღეს ომის 85-ე დღეა. მე და სარდლობა "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებს არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით“,- განაცხადა მან.
არსებული ინორმაციით, 16 მაისის შემდეგ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.


