Accentnews.ge
ზელენსკი მისი და ტრამპის სატალეფონო საუბრის სტენოგრამის განსაჯაროებით უკმაყოფილოა

ზელენსკი მისი და ტრამპის სატალეფონო საუბრის სტენოგრამის განსაჯაროებით უკმაყოფილოა

26/09/2019 03:32:32 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის მიერ მისი და მისი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის განსაჯაროებას ეხმიანება და აცხადებს, რომ  სახელმწიფოს მეთაურებს შორის გამართული სატელეფონო საუბრების გასაჯაროება არ უნდა ხდებოდეს. ამის შესახებ მან გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მანამდე, ის პირისპირ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

„არაფრის მეშინია და ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს. მე, პირადად მეგონა, რომ ისინი მხოლოდ ტრამპის საუბარს განასაჯაროებდნენ“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

გუშინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გაასაჯაროა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S