Accentnews.ge
მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინის მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს

მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინის მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს

19/05/2022 18:26:45 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინის მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს.

როგორც მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, საფრანგეთი თვალს ადევნებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ სიტუაციას.

"ცოტა ხნის წინ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ არ შეიძლება, გამოვრიცხავთ კონფლიქტის გავრცელება მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S