
გვარამიას მეუღლე – შეწყალებაზე: "ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ძალიან სასარგებლო იქნება მისთვისვე"
19/05/2022 17:46:53 საზოგადოება
"მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკას შეიწყალებს, ეს ნაბიჯი ძალიან სასარგებლო იქნება მისთვისვე.
"პირველ რიგში, ნიკას აზრს ვეთანხმები, მითხრა, არ სთხოვო პრეზიდენტს შეწყელაებაო. მე მას ვეთანხმები იმიტომ, რომ ადამიანი რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთი ოკუპანტი არ არის, იმ ადამიანისგან ნიკასნაირი ადამიანი ვერანაირ შეწყალებაზე ვერ იფიქრებს. თუმცა ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი – ჟურნალისტების თხოვნის შესრულება [შეწყალებაზე] ძალიან სასარგებლო იქნება მისთვისვე, რომ რაღაცა სარგებელი გაუკეთოს თავის ქვეყანას, სარგებელი მოუტანოს ჩვენს მომავალს", – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებამდე გვარამიამ განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არასდროს მიმართავდა.