უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: "აზოვსტალის" მცველების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება"
19/05/2022 17:21:57 მსოფლიო
"აზოვსტალის" დამცველების გადარჩენის ოპერაცია და მოლაპარაკების პროცესი გრძელდება", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, ისეთ სიტუაციაში, როცა საქმე ბევრი ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მოთმინებაა საჭირო:
"როდესაც საქმე ეხება სამაშველო და მოლაპარაკების პროცესს, უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ყველა ნიუანსი. ამ ვითარებაში ჩვენ ძალიან ფრთხილად ვავრცელებთ ინფორმაციას, რადგან მიმდინარეობს "აზოვსტალის" დამცველების გადარჩენის ოპერაცია, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი. ჩვეულებრივ, ასეთ პროცესებს „სიჩუმე უყვარს“.
მისი თქმით, როგორც კი მოლაპარაკებების შედეგი იქნება, ის საჯაროდ გახდება ცნობილი.


