Accentnews.ge
ბრიტანეთი უკრაინას, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას გაუგზავნის

ბრიტანეთი უკრაინას, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას გაუგზავნის

19/05/2022 17:17:30 მსოფლიო

ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ხომალდსაწინააღდმდეგო რაკეტებს და უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის.

ჯონსონმა და ზელენსკიმ ასევე განიხილეს გლობალური ეკონომიკური ზარალის შეჩერების გზები, რომელსაც პუტინის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკირება იწვევს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S