
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
25/09/2019 18:41:45 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს.
„მოხარული ვარ, შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ვარშავაში ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ძალიან ცოტა ხნის შემდეგ.
ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი საერთო განზრახვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ჩვენი ერთობლივი გეგმა დავუახლოვდეთ ბრიუსელს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.