Accentnews.ge
ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

19/05/2022 16:35:55 მსოფლიო

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა. შესაბამისი რეზოლუცია ევროპელმა დეპუტატებმა დღეს მიიღეს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმებმა პასუხი აგონ ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S