
ალისა სააკაშვილმა და სოფო ნიჟარაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს
19/05/2022 15:30:04 პოლიტიკა, საზოგადოება
7 თვის შემდეგ ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმცროსი შვილი, ალისა დღეს პირველად ნახა. სოფო ნიჟარაძე ბავშვთან ერთად დღეს კლინიკა "ვივა მედში" იმყოფებოდა.
"მოვინახულეთ მიშა, ბოლოს ვნახეთ საქართველოში დაბრუნების წინ. მთელი ეს პერიოდი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა ნახვა. ბავშვმა აჩვენა ყველაფერი რამდენი რამე ისწავლა, როგორ მღერის, როგორ ითვლის, ანბანს როგორ ამბობს, ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო. ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა და დიდი მადლობა ყველას, ვინც მოგვცა ამის შესაძლებლობა",– თქვა სოფო ნიჟარაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.