Accentnews.ge
უკრაინა ხარკოვის მიმართულებით 23 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების თაობაზე იუწყება

უკრაინა ხარკოვის მიმართულებით 23 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების თაობაზე იუწყება

19/05/2022 14:50:12 მსოფლიო

5 მაისიდან 19 მაისამდე პერიოდში უკრაინა ხარკოვის მიმართულებით 23 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების თაობაზე იუწყება. ამის შესახებ გენერალმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

„ხარკოვის მიმართულებაზე ჩვენი ჯარის მოქმედების შედეგად 23 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. მოწინააღმდეგე გაძლიერებულად ხსნის ცეცხლს, ცდილობს ჩვენი ჯარის შეტევის შეჩერებას”, - განაცხადა გრომოვმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S