Accentnews.ge
კულება: "ეგვიპტემ საკუთარ წყლებში უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი არ შეუშვა"

კულება: "ეგვიპტემ საკუთარ წყლებში უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი არ შეუშვა"

19/05/2022 14:12:05 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ეგვიპტემ საკუთარ წყლებში უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი არ შეუშვა.

"მადლობა ეგვიპტეს, რომ უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული გემი არ მიიღო. ჩვენ შევთანხმდით კოორდინირებაზე, რათა რუსეთმა განბლოკოს უკრაინის სურსათის ექსპორტი. უკრაინა და ეგვიპტე აგრძელებენ ერთად მუშაობას სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.

კიევის თქმით, მოსკოვმა უკრაინიდან ხორბალი მოიპარა და მეგობარ ქვეყნებში გაიტანა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S