Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "ომის დაწყებიდან რუსეთში, სულ მცირე, 12 კომისარიატი დაწვეს"

უკრაინის გენშტაბი: "ომის დაწყებიდან რუსეთში, სულ მცირე, 12 კომისარიატი დაწვეს"

19/05/2022 14:04:16 მსოფლიო

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთში, სულ მცირე, 12 კომისარიატი დაწვეს.

გენშტაბის წარმომადგენელი ალექსეი გრომოვი ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კომისარიატები დაწვეს როსტოვში, რიაზანში, ვოლგოგრადში და ომსკში.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს დანაკარგების შევსებას, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმში დისლოცირებისთვის.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S