
მოსკოვი - ოსურ "რეფერენდუმზე": "აუცილებელია მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინება"
19/05/2022 13:25:10 კონფლიქტები, პოლიტიკა
მოსკოვი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან მიერთების საკითხზე დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს ეხმიანება და აცხადებს, რომ "აუცილებელია მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინება".
იხილეთ ასევე: ბიბილოვის “სპეცოპერაცია” სახელად “რეფერენდუმი”: სცხელა თუ არა მოსკოვს ცხინვალისთვის?
«ჯერ ვნახოთ, როდის ჩატარდება ეს რეფერენდუმი, რა პოზიციას დააფიქსირებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა. აქ აუცილებელია ფაქტორების მთელი ერთობლიობის, მათ შორის მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინება. გვმართებს დაფიქრება გადაწყვეტილების სწორედ დღეს მიღების დროულობასა და მიზანშეწონილობაზე" - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ და დასძინა, რომ "გაერთიანების საკითხი ორი მხარის მონაწილეობას მოითხოვს».