მოსკოვი განმარტავს, რა შემთხვევაში მოხსნის უკრაინის პორტების ბლოკადას
19/05/2022 12:16:44 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შავ ზღვაში უკრაინული პორტების ბლოკადას იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება.
განცხადება მოსკოვმა მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაერო–ს სურსათის ხელმძღვანელმა დევიდ ბიზლიმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა და აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპება მთელ მსოფლიოში რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო.
უკრაინა შედის ქვეყნების ხუთეულში სოფლის მეურნეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის იმპორტის მიმართლებით, მათ შორის არის: სიმინდი, ხორბალი, ქერი და მზესუმზირა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


