"ნატო არის უსაფრთხოების ალიანსი და ჩვენთვის მიუღებელია მასში ტერორისტების ყოფნა"
19/05/2022 11:36:27 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნატო–ს მოკავშირეებს უკვე აცნობა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
"ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას. ჩვენ უკვე ვუთხარით მოკავშირეებს, რომ უარს ვიტყვით ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე. ნატო არის უსაფრთხოების ალიანსი და ჩვენთვის მიუღებელია მასში ტერორისტების ყოფნა", – განაცხადა ერდოღანმა.
იხილეთ ასევე: ვეტო ერდოღანის ხელში და საქართველოს შანსი, თურქეთის ერთ–ერთ პირობად იქცეს.


