გერმანიის კანცლერი უკრაინის აღსადგენად ევროკავშირს სოლიდარობის ფონდის შექმნას სთავაზობს
19/05/2022 10:59:24 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის აღსადგენად ევროკავშირს სოლიდარობის ფონდის შექმნას სთავაზობს.
"დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა და უკრაინის ეკონომიკის გამოცოცხლება მილიარდები დაჯდება. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა დავიწყოთ საფუძველის ჩაყრა სოლიდარობის ფონდისთვის, რომელიც ევროკავშირისა და მისი პარტნიორების შენატანებით დაფინანსდება", - განაცხადა შოლცმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


